აბეზარა

1956 02.13.02 (13)

მხიარული, მაგრამ ენამწარე მძღოლი - ლია, თავისი სიმართლისმოყვარე ხასიათის წყალობით, მრავალ უსამოვნებას გადაეყრება ხოლმე. ახალგაზრდა არქიტექტორს - გიორგის, რომელსაც ემსახურება და უყვარს კიდეც, საჯაროდ აკრიტიკებს, რასაც ხელმძღვანელობასთან კონფლიქტი მოსდევს. მაგრამ ლია კვანძს თვითონვე ხსნის, გიორგის ხიბლავს ქალიშვილის პატიოსნება, გულწრფელობა და გადაწყვეტილი აქვს, თავისი ბედი მას დაუკავშიროს.

რეჟისორი - ნიკოლოზ სანიშვილი; როლებში: ლეილა აბაშიძე, თენგიზ მუშკუდიანი, გიორგი გეგეჭკორი, მარინა თბილელი, აკაკი კვანტალიანი და სხვ.