ბემბი

1942 0 IMDB: 7.3 ()

ერთ თბილ, გაზაფხულის დილას ტყეში, პატარა მინდორზე ირმის ნუკრი იბადება. მის სანახავად ყველა ცხოველი და ფრინველი იკრიბება. პატარას ბემბის არქმევენ. როდესაც სიარულს დაიწყებს, მალევე პოულობს ერთგულ მეგობრებს, თუმცა ტყეში ცხოვრება მხოლოდ თამაში არ არის. ერთ დღესაც, მყუდროებას თოფის გასროლის ხმა არღვევს და ბემბი პირველად ხვდება თავის მთავარ საფრთხეს - ადამიანს.
რეჟისორები - დეივიდ ჰენდი, ჯეიმს ალგარი, სემუელ არმსტრონგი, გრემ ჰეიდი, ბილ რობერტსი, პოლ სატერიფილდი, ნორმან რაიტი