დიდი დღე

2010 95წთ. IMDB: 7.0 (12)

ფელიქს ბუში შეძლებული ადამიანია, დიდ მიწის ნაკვეთებს ფლობს. ამის მიუხედავად, ცხოვრობს ტყეში და თავს არიდებს მეზობლებთან კონტაქტს. მასთან დაკავშირებით ხმები დადის. ამბობენ, რომ საზარელი დანაშაული აქვს ჩადენილი. ერთხელაც, ბუში ქალაქში გამოჩნდება, რაც ყველას უკვირს. უფრო გასაკვირი კი ის მიზეზია, რის გამოც ქალაქში ჩადის - ბუშს უნდა, მას, ცოცხალ ადამიანს, გასვენება მოუწყონ. ამ დღეს ის ეპატიჟება ყველას, ვისაც მის შესახებ თუნდაც ერთი შავბნელი ამბავი სმენია.
რეჟისორი - არონ შნაიდერი, როლებში: რობერტ დიუვალი, სისი სპეისეკი, ბილ მიურეი.