ფილმის სიუჟეტი ვითარდება ცნობილი ტელეწამყვანის გარშემო, რომელიც ადამიანებს ფინანსებთან დაკავშირებულ რჩევებს აძლევს. მისი შოუს ერთ-ერთი მაყურებელი, რომელმაც ამ რჩევის გათვალისწინების გამო ქონება დაკარგა, შურისძიებას ცდილობს. მას მძევლად აჰყავს ცნობილი ტელეწამყვანი, რასაც მაყურებელიც ადევნებს თვალს.
რეჟისორი - ჯოდი ფოსტერი, როლებში - ჯულია რობერტსი, ჯორჯ კლუნი.
