გოგონა და ჩიტები

1973 10წთ. (8)

თოჯინური ფილმი. პატარა გოგონას მეგობრობა ფარდაზე მოჩითულ ჩიტებთან.

გოგონას დიდმა რწმენამ და სიყვარულმა მის ოცნებაში მოჟღურტულე ჩიტები ნამდვილად გააცოცხლა.

ფილმი ერთ-ერთია სატელევიზიო ფილმების სტუდიის ექსპერიმენტული მულტფილმებიდან.

სცენარი - მ. გველესიანი, რეჟისორი და ოპერატორი - გ. კასრაძე, მხატვარი - ლ. ფარეიშვილი, კომპოზიტორი - ა. რაქვიაშვილი, მხატვარ-კონსტრუქტორი - ა.ლუტინსკი, ხმა -შ. ჩიტიძე, მემონტაჟე- ც. კობერიძე, რედაქტორი - შ. არჩვაძე, ფილმის დირექტორი - ვ. ასათიანი