ქალაქურ ფოლკლორზე აგებული ჯაზური ვარიაციები სიყვარულის კომიკურ-გროტესკული ისტორიისა, რომელსაც ასრულებენ კოჯრის ტყეში ახალი წლის შესახვედრად შეკრებილი მუსიკოსი თოჯინები - ელა ფიცჯერალდი, ლუი არმსტრონგი, თბილისელი ხეჩო და სხვანი.
სცენარის ავტორი - რეზო გაბრიაძე; რეჟისორები: რეზო გაბრიაძე, გ. თოფურია; როლებს ახმოვანებენ - ეროსი მანჯგალაძე, რამაზ ჩხიკვაძე, კოლია ქაშაკაშვილი.
