მამაშვილი, უილი და ტომი ცხოვრობენ ტყეპარკში. უილს მიაჩნია, რომ უმჯობესია, დალიო წვიმის წყალი და იკვებო ბუნების მიერ ბოძებული საკვებით. ისინი მხოლოდ იშვიათად ჩადიან ქალაქში. კანონით, საზოგადოებრივი საკუთრების მიწაზე ცხოვრების უფლება მათ არ აქვთ. მას შემდეგ, რაც უილსა და ტომს რეინჯერები და სოციალური სამსახურების თანამშრომლები აღმოაჩენენ, ისინი იძულებული არიან, იქაურობა დატოვონ.
