ავსტრალიის უკიდეგანო ველზე პატარა ბიჭი - კოდი უზარმაზარ ოქროს არწივს დაუმეგობრდება. როდესაც ვერაგი ბრაკონიერი ამ იშვიათი ფრინველის დაჭერას გადაწყვეტს, ბიჭი მეგობრის დასაცავად იბრძვის, თუმცა თავად ვარდება მახეში. კოდი მხოლოდ სატყუარად დატოვებული თაგუნას გადარჩენას ასწრებს. გადარჩენილი თაგვი საშველად უხმობს ორ მამაც მაშველს, ბერნარდსა და ბიანკას. ალბატროს უილბურის ფრთებით ავსტრალიისკენ მიმავალი ეს ორი სუპერაგენტი მზად არის, თავისი ყველაზე სახიფათო მისია შეასრულოს.
რეჟისორები: მაიკ გებრიელი, ჰენდელ ბუტოი
