მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი „მეფე ერეკლე – რეპორტაჟი ისტორიიდან“ XV-XVIII საუკუნეებში სამხრეთ კავკასიაში არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებას მიმოიხილავს და მოგვითხრობს მეფე ერეკლეს შესახებ, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის თანამედროვე საქართველოს ჩამოყალიბებაში.
იდეის და სცენარის ავტორი – ვასილ მაღლაფერიძე, რეჟისორი – ჯაბა მელქაძე, დამდგმელი ოპერატორი – კახა ბუხრაშვილი, პროდიუსერი – ელენე კოლელიშვილი, სამხატვრო ხელმძღვანელი – თამარ ბოჩიკაშვილი, დამდგმელი მხატვარი – მარიამ გელაძე.
