მშვენიერი დღე სამეზობლოში

2019 101წთ. IMDB: 7.2 (16)

1998 წელი. ჟურნალისტი ლოიდ ვოგელი იღებს დავალებას, ინტერვიუ აიღოს პოპულარული საბავშვო გადაცემის წამყვანის, ფრედ როჯერსისგან. ლოიდ ვოგელს პატარობიდან წყენა აქვს მამაზე, ცინიკურად უყურებს სამყაროს და პატარების საყვარელი წამყვანი არ მიაჩნია საინტერესო ობიექტად ინტერვიუსთვის. თუმცა, მასთან პირადი ნაცნობიბის მერე, ჟურნალისტი პიროვნულად ცვლილებას იწყებს. ფრედ როჯერსს გამოარჩევს ის, რომ ადამიანებში მხოლოდ კარგს ხედავს და ყველას ექცევა პატივისცემით.
რეჟისორი - მარიელე ჰელერი, როლებში: ტომ ჰენქსი, მეთიუ რიზი, კრის კუპერი