მწერლები პარტიულ სასაკლაოზე

2023 30წთ. (16)

ფილმი ეხება გასული საუკუნის 30-იან წლებში საბჭოთა კავშირში განხორციელებული დიდი ტერორის დროს დაღუპული ან დახვრეტილი ქართველი მწერლების პაოლო იაშვილის, ტიციან ტაბიძის, მიხეილ ჯავახიშვილის, ნიკოლო მიწიშვილისა და სხვათა ცხოვრებას.  
 

 

ფილმი მომზადებულია საარქივო მასალებზე დაყრდნობით, რომლებიც ეროვნულ არქივსა და შსს-ს უშიშროების არქივშია მოპოვებული. ფილმში ნაჩვენებია რეპრესიების დროს არსებული რეალური ვითარება - როგორ ძალდატანებით ხდებოდა ინფორმაციის გამოძალვა და ამის საფუძველზე 37-38 წლებში რეპრესიების განხორციელება 
 

 

რეჟისორი: შალვა შენგელი