აპლიკაციური ფილმი, რომელიც მოგვითხრობს პატარა, გამოუცდელი წრუწუნას თავგადასავალზე, რომელმაც ჯერ არ იცის, ვისი ნდობა შეიძლება და ვისი არა.
ფილმი ერთ-ერთია სატელევიზიო ფილმების სტუდიის ექსპერიმენტული მულტფილმებიდან.
სცენარის ავტორი და რეჟისორი - ნ. ოქროპირიძე, ოპერატორი - ვ. ერხანი, მხატვარი - მ. კუხაშვილი, კომპოზიტორი - მ. დავითაშვილი, ხმა - შ. ჩიტიძე, რედაქტორი - ნ. ეთერია, ფილმის დირექტორი - ვ. ასათიანი
