ნატვრის ხე

1977 101წთ. IMDB: 8.1 (16)

ფილმი რევოლუციამდელი სოფლის მოზაიკურ პანოს წარმოადგენს, რომელშიც სინამდვილე ორგანულადაა შერწყმული პირობითთან. ამ იდეალისტთა, მეოცნებეთა, ამპარტავანთა და პატივმოყვარეთა სამყაროში მთავარი სიუჟეტური ხაზი მარიტასა და გედიას ტრაგიკული სიყვარულით არის წარმოდგენილი, რომელთაგანაც გადაჯაჭვულია სოციალური წყალგამყოფი ხაზის ორთავე მხარეს მოქცეულ სხვა პერსონაჟთა ბედი. მშვენიერი მარიტა იძულებული გახდება, მამის ნებას დაყვეს და შეძლებულ შეთეს მისთხოვდეს, თუმცა მისი გული დიდი ხანია, გედიას ეკუთვნის. ქალ-ვაჟი ერთმანეთთან დაცილებას მწარედ განიცდის. მარიტას დედამთილი მიხვდება, რომ რძალს მისი შვილი არ უყვარს და ქმრის ღალატს დასწამებს. ადათის თანახმად, მოღალატე ცოლს საქვეყნოდ დასჯიან. უდანაშაულოდ ისჯება მშვენიერება, ბოროტი სძლევს კეთილს. თუმცა სოფელში მეამბოხეებიც არიან, რომლებიც უზნეობას არასდროს შეურიგდებიან. ადამიანები ლუკმა-პურისათვის წელზე ფეხს იდგამენ, იტანჯებიან და ოცნებობენ ნათელ მომავალზე, ყველა საკუთარი "ნატვრის თვალს" დაეძებს, სასწაულების ასრულებას შესთხოვს თავის ნატვრის ხეს.

მსგავსი ფილმები
ბედნიერებისაკენ სწრაფვა
პატრიოტი
ქუჩის კატა სახელად ბობი
ვუდლონი
მორჩილი
დამლოცე ულტიმა
შერბურის ქოლგები
საუკეთესო გამოსავალი
სწრაფი და მკვდარი
როკო და მისი ძმები
ერთხელ ჰოლივუდში
სამოთხე რეალურია
ფილის ფილოსოფია
გზა შინისაკენ
რამდენიმე ქალბატონი
გამარჯვების ხელოვნება
გლორია
ყველაფერი სიმართლეა
ბიჭებთან ერთად მანქანით გასეირნება
სხვისი შვილები
სიახლოვე
განაჩენი
ჯეინ ოსტინის მოყვარულთა კლუბი
ჩასუნთქვა
ყველა წმინდანი
რადიო
სადაც ხელები გეხება
სამკაული ჩემი სატრფოსათვის
ღია ბარათები უფსკრულის კიდიდან
კადილაკ რეკორდსი