ადრე დაქვრივებული ნიკა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ წინაპართა სამემკვიდრეო მამულს დაიბრუნებს და იქ უნარშეზღუდული ბავშვებისთვის, ისეთებისთვის, როგორიც მისი ქალიშვილია, სკოლას მოაწყობს. სიყვარულსა და სიკეთეზე დაფუძნებული სკოლა მალე გასაოცარ შედეგს იძლევა, მაგრამ გლეხები, რომლებსაც მითვისებული ჰქონდათ ნიკას წინაპრების მამული, სოფლიდან მათ გაძევებას მოითხოვენ. ნიკა იძულებული ხდება, სკოლის დასაცავად ხელში იარაღი აიღოს.
სცენარის ავტორი - მერაბ კოკოჩაშვილი; რეჟისორი - მერაბ კოკოჩაშვილი; კომპოზიტორი - ვახტანგ კახიძე; როლებში: კახი კავსაძე, ზაზა პაპუაშვილი, გოგოლა კალანდაძე, მარინე ჭიჭინაძე, ბექა ქავთარაძე, თამარ სხირტლაძე, დავით დვალიშვილი, სოფიკო ჭიაურელი და სხვ.
