ანტუანს ყველაფერი აქვს, რათა იყოს ბედნიერი - ლამაზი მეუღლე, ორი არაჩვეულებრივი შვილი, კარგი სახლი და საკმარისი ფული. თუმცა საკუთარი 42-ე დაბადების დღის წინ, ის უცნაურად იქცევა. მაყურებელი მთავარი გმირის შინაგან სამყაროში ნაბიჯ-ნაბიჯ ეფლობა. ფილმი მოგვითხრობს შინაგან დემონებთან ბრძოლასა და სიცოცხლის ყოველი წამის მნიშვნელობაზე.
რეჟისორი - ჟან ბეკერი, როლებში: ალბერ დიუპონტელი, მარი-ჟოზე კროზი.
