პოლიციელი

1972 94წთ. IMDB: 7.0 (16)

ერთ წვიმიან დილას პატარა ქალაქში ბანკს ტეხავენ. ირკვევა, რომ გატაცებული ფული ნარკოტიკების მსხვილი პარტიის შესაძენად იყო განკუთვნილი. ამგვარად - ბოროტმოქმედების ჯგუფმა სხვა ბოროტმოქმედებს შეუშალა ხელი. საქმის გამოძიებას კომისარ კოლმანს ჩააბარებენ. ის გამოცდილი პოლიციელია. მალევე ირკვევა, რომ ის სულაც არ იცნობს ადამიანებს, რომელთაც საკუთარ მეგობრებად მიიჩნევს.
რეჟისორი - ჟან-პიერ მელვილი, როლებში: ალენ დელონი, კატრინ დენევი.