რაც გინახავს, ვეღარ ნახავ

1965 02.13.02 (13)

ახალგაზრდა ხელოსან გოგიას და სოფლელ გოგოს - ტასიას ერთმანეთი შეუყვარდებათ. საქორწილო მაყრიონის თანხლებით ტასიას სოფელში ჩასულ გოგიას საპატარძლო აღარ დახვდება - ტასიას ნათლიის, თავადის ქალის ბრძანებით, ის თავადის სახლში შინამოსამსახურედ წაიყვანეს. ხანშიშესულ თავადს ტასია მოეწონა და მისი ცოლად შერთვა გადაწყვიტა. გოგიას მისი მეგობარი ყარაჩოხელები ეხმარებიან, რომ საცოლე დაიბრუნოს.

რეჟისორი - მიხეილ ჭიაურელი; როლებში: გიორგი შენგელაია, სოფიკო ჭიაურელი, ვახტანგ ნინუა, ვასო გოძიაშვილი, აკაკი ხორავა, ვერიკო ანჯაფარიძე, არჩილ გომიაშვილი და სხვ.