ფილმი მოგვითხრობს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ვოკალური კვარტეტის შესახებ, რომელსაც გურამ ბზვანელი ხელმძღვანელობდა. კვარტეტმა სწრაფად მოიპოვა პოპულარობა. მისმა წევრებმა ესტრადაზე ახალი სტილი და გემოვნება შემოიტანეს. ისინი განსხვავებული ჩაცმულობითაც გამოირჩეოდნენ და მიმბაძველებიც ჰყავდათ. ფილმში ასახულია როგორც კვარტეტის, ისე გურამ ბზვანელის, როგორც დამოუკიდებელი კომპოზიტორის მოღვაწეობა.
ლევან ბზვანელის, ლევან კიტიასა და ბიძინა მაყაშვილის ფილმი
