სწრაფი და მკვდარი

1995 101წთ. IMDB: 6.5 (15)

ჭუჭყიანი ქალაქი უდაბნოში. აქ თითქმის ყველა შეიარაღებული დადის. ქალაქში ბატონობს ჯონ იროდი - სასტიკი და ცივსისხლიანი ადამიანი. მისი ყველას ეშინია. თუმცა ერთ დღესაც გამოჩნდება უცნობი მხედარი და მიემართება ქალაქის მთავარი ქუჩისკენ. ის ქალია, იდუმალებით მოცული ქალი და არავინ იცის, რომ მისი გამოჩენა მთელი ქალაქის ბედს შეცვლის.
რეჟისორი - სემ რეიმი, როლებში: შერონ სტოუნი, რასელ კროუ, ჯინ ჰეკმენი, ლეონარდო დიკაპრიო.