უშგული - ჩემი სამოთხე

2019 50წთ. (16)

სვანეთის სოფლები ტურისტებისათვის საინტერესო გახდა, უამრავმა ტურისტმა შეცვალა საზოგადოება, მენტალობა - ფილმი ეხება სვან ბავშვებს, რომლებმაც სვანური ენა ინგლისურით შეცვალეს და ეს ერთ-ერთი უძველესი ენა მალე ცოტა ვინმეს თუ ეცოდინება; ბავშვებზე, რომლებმაც ტურისტების დევნაში დაკარგეს ბავშვობა, თამაშზე ნაკლებად ფიქრობენ. 

აქ უფრო მეტად ფულზე ფიქრობენ. ფილმი მოგვითხრობს დაბინძურებულ ენგურსა და იერშეცვლილ სახლებზე. რეჟისორის სურვილია, ადამიანებს თავიანთი რეალური სახე აჩვენოს; ფილმით უთხრას, რომ მომავალ თაობას შეუნარჩუნონ ტრადიციები, ერთმანეთისა და სამშობლოს სიყვარული. 

რეჟისორი - მარიამ ხაჭვანი