ფილმის მთავარი გმირი რეპორტიორი ფილ კონორსი ყოველ წელს მიდის ერთ-ერთ პატარა ქალაქში ზაზუნას დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე, რათა სიუჟეტი მოამზადოს. ამ დღეს - 2 თებერვალს ქალაქის მცხოვრებნი ზაზუნას აღვიძებენ, რათა მისი ქცევის მიხედვით გამოთვალონ გაზაფხულის დადგომა. ერთხელაც, ამ დღესასწაულზე დასწრების შემდეგ, ფილი ხვდება, რომ ისევ 2 თებერვალია და ბოლო 24 საათის მოვლენები მეორდება. მთავარი გმირი დროის ამ მონაკვეთში ჩაკეტილი ხდება.
რეჟისორი - ჰაროლდ რემისი; როლებში: ბილ მიურეი, ენდი მაკდაუელი.
