ნიკალა მირზაანიდან ქალაქში მიემგზავრება და მატარებლის გამყოლად იწყებს მუშაობას. მუშაობისას მცირეოდენ ფულს დააგროვებს და მაღაზიას გახსნის. ნიკალა ღარიბ-ღატაკთა მიმართ ხელგაშლილია, ამიტომ იძულებული ხდება, მაღაზია დაკეტოს და დუქნების მოხატვით ირჩენს თავს. ერთ-ერთ დუქანში პროფესიონალი მხატვრები ნიკალას ნამუშევრებს ნახავენ და მოიხიბლებიან. ისინი ფიროსმანს მოძებნიან და მხატვართა შეკრებაზე მიიწვევენ. პროფესიონალები ნიკალას ხელოვნებას არ აღიარებენ და გაზეთში მის კარიკატურას გამოაქვეყნებენ. მარტოსული და ავადმყოფი ნიკალა სიღატაკეში, კიბის ქვეშ დაასრულებს სიცოცხლეს.
რეჟისორი - გიორგი შენგელაია, როლებში: ავთო ვარაზი, ბორის წიფურია, ზურაბ ქაფიანიძე
