ფილმის ავტორებმა ცნობილი ჩეხი მწერლის მოთხრობა ქართულ ყოფას მიუსადაგეს. „მსოფლიო რეკორდს ბირთვის ტყორცნაში“ აქ სამეგრელოს ერთ–ერთ სოფელში ამყარებენ, მაგრამ ფილმის გმირს მხოლოდ მაშინ შეუძლია, დაამყაროს რეკორდი, როცა აგინებენ.
სცენარის ავტორი - გურამ პატარაია, ამირან ჭიჭინაძე;
რეჟისორი - გურამ პატარაია;
კომპოზიტორი - გია ყანჩელი;
როლებში - გოვენ ჭეიშვილი, ჯუმბერ ჟვანია, გიორგი ლომაია, მანუჩარ შერვაშიძე, ევა ხუტუნაშვილი, აპოლონ გვასალია და სხვ.
