ქეთო და კოტე

1948 87წთ. (13)

მდიდარი ვაჭარი მაკარი გადაწყვეტს, თავისი ქალიშვილი ქეთო დიდგვაროვანს მიათხოვოს. იგი მაჭანკალს მიუგზავნის თავად ლევანს, რომელიც ვაჭართან დამოყვრებას იუკადრისებს, მაგრამ მევალეებით შეწუხებული, მდიდარი საპატარძლოს ნახვას მაინც დათანხმდება. ქეთოზე შეყვარებული კოტე, თავად ლევანის ძმისშვილი, მაჭანკალ ხანუმას დახმარებას სთხოვს, რათა ქეთო ბიძამისზე გათხოვებას გადაარჩინოს. სტუმრების წინაშე ქეთოს მაგიერ საპატარძლოდ გამოწყობილი ხანუმა წარდგება და მანჭვა-გრეხით თავგზას აუბნევს მათ. ქეთო და კოტე მახინჯი საპატარძლოს ხილვით შეურაცხყოფილი ლევანის გაქცევით და საერთო არეულობით ისარგებლებენ და სასწრაფოდ ჯვარს დაიწერენ.

რეჟისორები: ვახტანგ ტაბლიაშვილი, შალვა გედევანიშვილი; როლებში: მედეა ჯაფარიძე, ბათუ კრავეიშვილი, პეტრე ამირანაშვილი, შალვა ღამბაშიძე, თამარ ჭავჭავაძე, მარიამ დავითაშვილი, ვასო გოძიაშვილი, გიორგი შავგულიძე, ელისაბედ ჩერქეზიშვილი და სხვ.

მსგავსი ფილმები
ვერის უბნის მელოდიები
ქვევრი
ზოგი ჭირი მარგებელია
უდიპლომო სასიძო
რაჭა, ჩემო სიყვარულო
არაჩვეულებრივი გამოფენა
ჭრიჭინა
კუჩხი ბედინერი
ქორწილი
ჯარისკაცის მამა
ნუცას სკოლა
გვიანი შემოდგომა
ბზიანეთი
ქეთო და კოტე
ფესვები
ფიროსმანი
იმერული ესკიზები
ზებრა
სათადარიგო ბორბალი
ერთი კოცნის ისტორია
კოჯრის ტყის სიზმრები
თოჯინები იცინიან
სხვისი შვილები
შნო
წკიპურტები
ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი
სამკაული ჩემი სატრფოსათვის
მხიარული რომანი
რეკორდი
თემო