პირველი ქართული აპლიკაციური სატელევიზიო ფილმი - როგორ გადაარჩინა თხუნელამ პატარა მუხა.
ფილმი შემეცნებითი ხასიათისაა და ასწავლის პატარებს მწვანე ნარგავების მოვლას.
ფილმი ერთ-ერთია სატელევიზიო ფილმების სტუდიის ექსპერიმენტული მულტფილმებიდან.
სცენარის ავტორი და რეჟისორი - ნ. ოქროპირიძე, ოპერატორი - გ. კასრაძე, მხატვარი - ბ. ხინველი, კომპოზიტორი - მ. დავიტაშვილი, მხატვარ-მულტიპლიკატორი - ბ. შოშიტაიშვილი, ხმის რეჟისორი - მ. დარჩიაშვილი, მონტაჟი - ა. შულცი, რედაქტორი - მ. ბაკურაძე, ფილმის დირექტორი - გ. ბოგატილევი
