რკოს დევნაში გადავარდნილი სკრატი მოულოდნელად კოსმოსში აღმოჩნდება, სადაც შემთხვევით კოსმოსური მოვლენების მთელ სერიას ჩაუყრის საფუძველს. სწორედ ეს კატასტროფა შეცვლის "გამყინვარების პერიოდის" სამყაროს და მას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. გადასარჩენად სიდი, მენი, დიეგო და სხვა ცხოველები იძულებულნი ხდებიან, მიატოვონ თავიანთი სახლები და სახიფათო, თუმცა თავგადასავლებითა და მხიარულებით სავსე მოგზაურობაში გაემგზავრონ. წინ ეგზოტიკური ახალი მიწები და უამრავ უცნაურ, ფერადოვან პერსონაჟთან შეხვედრა ელოდებათ.
რეჟისორები: მაიკ ტიორმაიერი, გალენ ტ. ჩუ
