მოემზადეთ დაუვიწყარი თავგადასავლისთვის თქვენს საყვარელ გმირებთან ერთად. იხვების ისტორიების გუნდი ამჯერად ეგვიპტის უდაბნოში მიემგზავრება კოლი ბაბას ლეგენდარული განძის საპოვნელად. ვიდრე გმირები საოცარ სიმდიდრეს უახლოვდებიან, მათ ფეხდაფეხ ბოროტი ჯადოქარი მერლოკი მიჰყვება. თუმცა, მამაცი იხვები ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ განძთან ერთად, იპოვნიდნენ ჯადოსნურ ლამპარს ნამდვილი ჯინით.
რეჟისორი - ბობ ჰეჩკოკი
